არიფ უსუფოვი სამართალდამცველებს ჩაბარდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, არიფ უსუფოვი სამართალდამცველებს ჩაბარდა. მას 27 სექტემბერს, ჩაიხანაში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღებას ედავებიან. 

უსუფოვი თავს დამნაშავედ არ თვლის. ის ამბობს, რომ მზად არის საკუთარი უდანაშაულობა სასამართლოს გზით დაამტკიცოს. 

დღეს, ხმაური იყო სოფელ ნახიდურში, სადაც უსუფოვის დასაკავებლად მისულ პოლიციას ამის უფლება ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა არ მისცეს

ამ საკითხზე შსს-მ განცხადებაც გაავრცელა.