თავში

შსს: პოლიციას "ნაცმოძრაობის" აქტივისტის დაკავების საშუალება არ მისცეს

შსს: პოლიციას "ნაცმოძრაობის" აქტივისტის დაკავების საშუალება არ მისცეს
შსს: პოლიციას ნაცმოძრაობის აქტივისტის დაკავების საშუალება არ მისცეს

სამართალდამცველებს, მოსამართლის მიერ გაცემული დაკავების განჩინების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის დაკავების უფლება ოჯახის წევრებმა ად თანასოფლელებმა არ მისცეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. 

"ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის მიერ გაცემული დაკავების განჩინების საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის - 1986 წელს დაბადებული ა.ი.-ს საცხოვრებელ მისამართზე მივიდნენ

მოსამართლის განჩინებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ა.ი.-ს მიერ პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტების - გ.ა.-სა და ი.ა.-ს მიმართ განხორცილებული ძალადობა.

ადგილზე მისულ პოლიციელებს ა.ი.-ს ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს და არ მისცეს მისი დაკავების საშუალება", - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლისკოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system