ლაშა ჩხარტიშვილმა საპატიმრო დატოვა

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა რუსთავის იზოლატორი დატოვა. მედიასთან კომენტარის გაკეთების დროს, მან პროტესტის ნიშნად ლობიო ჰაერში კიდევ ერთხელ აყარა.

"ივანიშვილის ოცნებაა ერთპარტიული, ერთპიროვნული დიქტატურა. ეს ოცნება აუცილებლად დაიმსხვრევა ჩვენი ხელით. ივანიშვილს ეკუთვნის უმი ლობიო, როგორც მონების სალაფავი და ეს აუცილებლად მიეცემა მას პასუხისგებაში მიცემის წინ, საკუთარ მონებთან - წულუკიანთან, კობახიძესთან, თალაკვაძესთან და სხვებთან ერთად," - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ლაშა ჩხარტიშვილი 29 ნოემბერს, საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს