პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულ "რიონის ხეობის მცველს" პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სოფელ საყულიაში დაკავებულ ირაკლი მუკბანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მუკბანიანის პატიმრობის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

ცნობისთვის, "რიონის ხეობის მცველი" ირაკლი მუკბანიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით პირველ ივნისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში დააკავეს.

ადგილობრივების თქმით, რიონის მცველის დაკავებისას პოლიციამ ცეცხლი გახსნა - "დაჭრილებიც არიან".

მუკბანიანის დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.