თავში

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

უწყება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში მომხდარ ფაქტს კიდევ ერთი განცხადებით ეხმაურება.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებით ინფორმაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 1 ივნისს, სოფელ საყულიაში პოლიციამ 1992 წელს დაბადებული ი.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

როგორც უკვე ვაცნობეთ საზოგადოებას, ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მოხდა თავდასხმა სამართალდამცველებზე. ადგილობრივებმა პოლიციას გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს, ცდილობდნენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული ბრალდებულის გათავისუფლებას, შეეცადნენ ცეცხლსასროლი იარაღის პოლიციისთვის წართმევას და უწევდნენ წინააღმდეგობას. ამავდროულად პოლიციას ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა საგნებს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა.

სიტუაციის ესკალაციის და დაპირისპირების განმუხტვის მიზნით პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. ასევე, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, შსს-მ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომხდართან დაკავშირებით მანამდე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ცნობისთვის, ადგილობრივების თქმით, რიონის მცველის დაკავებისას პოლიციამ ცეცხლი გახსნა - "დაჭრილებიც არიან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system