თავში

ადგილობრივების თქმით, რიონის მცველის დაკავებისას პოლიციამ ცეცხლი გახსნა - "დაჭრილებიც არიან"

ადგილობრივების თქმით, რიონის მცველის დაკავებისას პოლიციამ ცეცხლი გახსნა - "დაჭრილებიც არიან"
ადგილობრივების თქმით, რიონის მცველის დაკავებისას პოლიციამ ცეცხლი გახსნა - დაჭრილებიც არიან

ხმაური და დაპირისპირება იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში. როგორც ადგილობრივები ამბობენ, "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ირაკლი მუკბანიანის დაკავებისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. 

დაკავებულის ძმა ბესიკ მუკბანი ამბობს, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. 

"ჩემი ძმის დაკავება მოხდა დღეს. მთელი სოფლის მოსახლეობა ჩვენი მეგობრის საფლავზე იდგა და სპეცრაზმი შემოიპარა პირდაპირ რეაქციით, გინებით, ფეხებში სროლით. არიან დაზიანებულებიც და დაჭრილებიც. ირაკლი მუკბანიანი აპროტესტებდა "ნამახვანჰესს", პოლიციისთვის მას ხელი არ დაურტყამს. იყო მიწევ-მოწევა და დაუწყეს ჩუმი ძებნა, არც გააფრთხილეს. 

დაშავებული 2 ადამიანი კლინიკაში იყო, "მაკაროვის" ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით. პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა. არ იყო მიმალვაში ირაკლი მუკბანიანი და არც იყო საჭირო სპეცრაზმის სოფელში შემოყვანა", - განაცხადა ბესიკ მუკბანიანმა.

ცნობისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. 

"ირაკლი მუკბანიანის დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system