თავში

შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში, ბრალდებულის სახით 1992 წელს დაბადებული ი. მ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს.

ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system