პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს.

ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას სავარაუდოდ დღეს დატოვებს.

პოლიტიკოსის გირაო, "დამოუკიდებელმა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" გუშინ გადაიხადა.

ფონდსა და სახელმწიფო ხაზინას შორის შუამავალი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო.