შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა. ამის შესახებ report.ge-ს უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც ცნობილია, შსს-მ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით 17 პირი დააკავა. 

აღნიშნულ საკითხს მიეძღვნება ბრიფინგი, რომელიც უწყებაში 14:00 საათზე დაიწყება.

ბრიფინგს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე გამართავს.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.