თავში

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სამართალდამცველებმა ახალგაზრდები დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 17 პირი.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყებაში კომენტარი ცოტა ხანში გაკეთდება.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system