შსს-სთან აქციაზე 10 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე 10 პირი დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. 

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები შსს-თან გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებდნენ.

ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.