თავში

შსს-სთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

შსს-სთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა
შსს-სთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, ხმაური და დაპირისპირებაა. 

აქტივისტები შენობაში შესვლას და შს მინისტრთან ან უწყების რომელიმე მაღალჩინოსანთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციელებმა არ მისცეს. 

ფაქტს სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. 

წინასწარი, არაოფიციალური ინფორმაციით, აქციაზე 20-მდე პირი დააკავეს.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები შსს-თან გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებდნენ.

შსს-ს ცნობით, დღეს პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გიორგი მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, დღეს, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system