ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, თუ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს მისთვის ძალიან მძიმე იქნება. 

ამის შესახებ პოლიტიკოსმა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"თუ მე პარლამენტში შევედი, რაც ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს და მეგობრებს უნდა დაველაპარაკო, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება ემოციურად. ბერია რომ არსებობდეს, ბერიას დაქვემდებარებაშიც იქნებოდნენ. არის ასეთი ხალხი“, - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხი პარტიის შიდა კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება.

შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა.