ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს შედგება

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შედგება.

შეხვედრა 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

შეხვედრას დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც.

ცნობისთვის, მხარეებს დიალოგისკენ, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მოუწოდა. 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სურს, დღეს საღამოს შედგეს შეხვედრა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.

„ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ, დადგა დრო, ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთ“,- განაცხადა შარლ მიშელმა.