თავში

ირაკლი ღარიბაშვილი მზად არის, დღეს ოპოზიციას შეხვდეს

ირაკლი ღარიბაშვილი მზად არის, დღეს ოპოზიციას შეხვდეს
ირაკლი ღარიბაშვილი მზად არის, დღეს ოპოზიციას შეხვდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მზად არის, დღეს ოპოზიციასთან შეხვედრა გამართოს. 

აღნიშნული ინიციატისთვის ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვედრის ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, გამოვეხმაურო შარლ მიშელის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა, დავადასტურო საჯაროდ – მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო შეხვედრაში მონაწილეობა. მინდა, მზაობა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური, კონსტრუქციული დიალოგისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის ბატონ პრეზიდენტს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სურს, დღეს საღამოს შედგეს შეხვედრა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.

„ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ, დადგა დრო, ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეთ“,- განაცხადა შარლ მიშელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system