მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, ვერტმფრენით გორში გადაჰყავთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ვერტმფრენით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ. 

ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

რუსთავის ციხესთან ვერტმფრენი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. 

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მესამე პრეზიდენტის დედამ. 

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში აღარ არის და ის "სადღაც გააქრეს".