ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან - PHOTO

ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. მხარეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ.

ორი კვირის განმავლობაში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, უცხოელი დიპლომატების მედიატორობით, ორი შეხვედრა გაიმართა. საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, მდგომარეობის განმუხტვისათვის, დიპლომატები მხარეებს სისტემის მაჟორიტარულ ნაწილში ცვლილებებზე დაფიქრებას სთავაზობდნენ. პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ პოზიციის ჩამოყალიბებისათვის კონსულტაციები სჭირდებოდათ.

სწორედ დღეს გაირკვევა, რას ფიქრობს ოპოზიცია დიპლომატების შეთავაზებულ ვერსიაზე და დასხდებიან თუ არა ისინი ხელისუფლებასთან ახალი საკითხის განხილვისათვის.