თავში

"ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართება

"ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართება
ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართება

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერები დღეს მოლაპარაკებებს განაახლებენ. შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების თანდასწრებით შედგება. დიალოგის მეორე რაუნდი 18:00 საათზე დაიწყება.

პოლიტიკოსები საარჩევნო სისტემას განიხილავენ. ოპოზიცია ე.წ. გერმანული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ასეთი მოდელი საქართველოს კონსიტუციასთან არ არის თავსებადი.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტარებს მოუყვა მიმდინარე მოვლენებისა და დიალოგის შესახებ. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე „კონსტურქციულ დამოკიდებულებებს“ ელის.

სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პირველი შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართა. თუმცა, ის უშედეგოდ დასრულდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system