"რესპუბლიკური პარტია" ლევან ბერძენიშვილმაც დატოვა

თამარ კორძაიას შემდეგ, "რესპუბლიკური პარტია" ლევან ბერძენიშვილმაც დატოვა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი პარლამენტში ფრაქციის შექმნა გახდა.

"დიახ მეც დავტოვე, მივმართე პარტიის თავმჯდომარეს. არ ვეთანხმები პარტიის კურსს, ფრაქციის შექმნას", - განაცხადა ბერძენიშვილმა "მთავართან" საუბრისას.

ცნობისთვის, თამარ კორძაიამ "რესპუბლიკური პარტია" დღეს დატოვა. 

კორძაია ამბობს, რომ პარლამენტში საქმიანობას უპარტიო და უფრაქციო დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

ცნობისთვის, გუშინ, 3 ივნისს, პარლამენტში ახალი, ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა, რომელსაც "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს.