თავში

თამარ კორძაიამ "რესპუბლიკური პარტია" დატოვა

თამარ კორძაიამ "რესპუბლიკური პარტია" დატოვა
თამარ კორძაიამ რესპუბლიკური პარტია დატოვა

თამარ კორძაიამ "რესპუბლიკური პარტია" დატოვა. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.

კორძაია ამბობს, რომ პარლამენტში საქმიანობას უპარტიო და უფრაქციო დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

"გუშინ, 2021 წლის 3 ივნისს დასრულდა ჩემი 6-წლიანი თანამშრომლობა "რესპუბლიკურ პარტიასთან" და პარტიის თავმჯდომარეს მივმართე განცხადებით წევრობის დატოვების თაობაზე. მადლობას ვუხდი ყველას იმ მრავალფეროვანი გამოცდილებისათვის, რაც შევიძინე ამ წლების განმავლობაში.

ვფიქრობ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა "რესპუბლიკური პარტიის" ორ წევრს, უფრაქციოდ/დამოუკიდებლად საქმიანობით. პარლამენტის ტრიბუნიდან თამამი რესპუბლიკური იდეების გახმოვანებით და ბრძოლით. მართალია, არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილების. წარმატებებს ვუსურვებ. პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებ, როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი", - წერს კორძაია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, გუშინ, 3 ივნისს, პარლამენტში ახალი, ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა, რომელსაც "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system