რუსთაველზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. 

აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.

ამ წუთებში, აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. 

შეკრებილების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. აქციის მონაწილეებმა მესამე პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცეს.

დღეს, 21 დეკემბერს, მიხეილი სააკაშვილი 54 წლის გახდა.

შეგახსენებთ, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.