თავში

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

​რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა. 

პარლამენტის წინ მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. 

აქციაზე სიტყვით გამოსვლები რამდენიმე წუთში დაიწყება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. 

დღეს, 21 დეკემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაბადების დღეა. მიხეილი სააკაშვილი 54 წლის გახდა.

შეგახსენებთ, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system