ცნობილია, როდის გაიმართება გახარიას პარტიის პრეზენტაცია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია 29 მაისს გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს. პარტიის სახელის ერთ-ერთ ვერსიად "ვერთიანდებით საქართველოსთვის" განიხილება. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მიმდინარე წლის 18 თებერვალს დატოვა.

22 მარტს კი განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და მათ შორის არც პოლიტიკიდან.