მამა სერაფიმემ, ნიკო კვარაცხელიას ხსოვნას არამეული გალობა მიუძღვნა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ავრცელებს და წერს:
"არამეული გალობა ნიკოს. აი, ისეთია, ცა რომ იხსნება, ცაა!!! დღეს მე- 40-ე დღეა ჩვენი მომავლის ბიჭის…", - წერს ზამბახიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ვერაზე, 2021 წლის 15 სექტემბერს პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი 22 წლის ნიკა კვარაცხელია დაჭრეს.
ის ხეჩინაშილის კლინიკაში მოათავსეს. კვარაცხელიას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს.
კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები 7 ოქტომბერს დააკავეს.