დავით ქაცარავამ სუს-ის შენობის შესასვლელს ბოქლომი დაადო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელს მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა, დავით ქაცარავამ ბოქლომი დაადო. აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორებთან ერთად ოპოზიციის მხარდამჭერებიც იმყოფებოდნენ. 

"თავს ვალდებულად ვთვლი, რომ შევუერთდე საზოგადოების გულისწყრომას და იმ პერფორმანსს, რასაც აკეთებენ ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ. მე სიმბოლურად სუს-ის ცნეტრალური შესასვლელის ბოძზე ჯაჭვსა და ბოქლომს დავადებ," - განაცხადა დავით ქაცარავამ.

დღეს ბოქლომი დაადეს გენერალური პროკურატურის შესასვლელს თბილისში. მსგავსი პერფორმანსი გაიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთანაც.

გუშინ კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს დაადო ბოქლომი.