თავში

პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს - PHOTO - განახლებულია

პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს - PHOTO - განახლებულია
პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს - PHOTO - განახლებულია

ოპოზიციური პარტიების წევრებმა და მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლებმა, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, გენერალური პროკურატურის შენობის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. 

მაჩალიკაშვილის თქმით, პროკურატურამ მისი შვილის უდანაშაულობა უნდა აღიაროს. 

აქცია-პერფორმანსის დროს პროკურატურასთან პოლიცია იყო მობილიზებული, რომელიც პროტესტის მონაწილეებს, თავდაპირველად, ჭიშკარზე ბოქლომის დადების უფლებას არ აძლევდა, რის გამოც თემირლან მაჩალიკაშვილსა და სამართალდამცველებს შორის მცირე კონფლიქტი მოხდა, რომელიც მალევე განიმუხტა.

პროკურატურასთან შეკრებილი პოლიტიკოსების თქმით, პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პოლიტიკური ნიშნითაა მოტივირებული.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system