ხვალიდან რუსთავი და გარდაბანი გაიხსნება

ხვალიდან, 14 მაისიდან რუსთავსა და გარდაბანში, გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება 7 მაისს მთავრობამ მიიღო.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავისა და გარდაბნის შემდეგ, 18 მაისს, მარნეული გაიხსნება.

შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი, 5 მაისს, ბათუმსა და ქუთაისს შეეხო, ხოლო 11 მაისს თბილისი გაიხსნა.

კვლავ ძალაშია ,,კომენდანტის საათი", რომლის მიხედვითაც, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ყოველგვარი გადაადგილება იკრძალება.

შეგახსენებთ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე მოქმედებს.