თავში

2 დიდ ქალაქში გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა

2 დიდ ქალაქში გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა
2 დიდ ქალაქში გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა

დღეიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა. 

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, 4 მაისს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, შეზღუდვები ასევე, შესაძლებელია, მოიხსნას თბილისსა და რუსთავში.

რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მოგვიწია გარკვეული ქალაქების ჩაკეტვა. ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი ყველა სახის შეზღუდვა გადაადგილებაზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვა თბილისსა და რუსთავში. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან მომიჯნავე რაიონებში.

თბილისსა და რუსთავშიც ამ დღეებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“,- განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system