გიორგი გახარიას დამშვიდობება - PHOTO

გიორი გახარიას დამშვიდობება. ფოტოს სოციალურ ქსელში, პრესცენტრი ავრცელებს.

შეგახსენებთ, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ამის მიზეზად მან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხი დაასახელა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ნებისმიერი, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.