,,კარგი ამბავი" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ზაზა გახელაძის შვილებს, ,,გურული დღიურების ფონდი", დათა პაპას სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს.

,,კარგი ამბავი: ოკუპაციური რეჟიმის პატიმრის, ზაზა გახელაძის შვილებს - მარიამ გახელაძეს (მესამე კლასი) და ანანო გახელაძეს (მეექვსე კლასი) - ქვემო ჭალის სკოლის მოსწავლეებს - დღეიდან დათა პაპას სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ", - წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს, 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოკუპანტებმა დაკავებამდე ზაზა გახელაძე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.