კორონავირუსის გამო თბილისში ორი კლინიკა დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო თბილისში ორი კლინა დაიხურა.

კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისში, კლინიკა "თიმი" და "ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი" დაიხურა. კლინიკებში კარანტინია გამოცხადებული.

"თიმის" ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც გამოკვლევები უტარდებათ კლინიკის თანამშრომლებსა და პაციენტებს. 

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც პაციენტების კვლევის შედეგები იქნება ცნობილი, მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა ნაბიჯები გადაიდგას.

"თიმის" მსგავსად დახურულია ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი, სადაც კორონავირუსი  72 წლის პაციენტს დაუდასტურდა, რომელიც კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გულის მწვავე უკმარისობის დიაგნოზით მოათავსეს.