თავში

კორონავირუსი დაუდგინდა პაციენტს, რომელსაც სწრაფმა ტესტმა უარყოფითი პასუხი უჩვენა

კორონავირუსი დაუდგინდა პაციენტს, რომელსაც სწრაფმა ტესტმა უარყოფითი პასუხი უჩვენა
კორონავირუსი დაუდგინდა პაციენტს, რომელსაც სწრაფმა ტესტმა უარყოფითი პასუხი უჩვენა

 პაციენტს, რომელიც ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლი გულის ქრონიკული უკმარისობით მოათავსეს, მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის გამო კლინიკა დაიხურა. 

ჰოსპიტლის სტრატეგიულმა ხელმძღვანელი, ეკა სანიკიძე აცხადებს , რომ პაციენტი გამოიკვლიეს არა იმიტომ, რომ კორონავირუსის რაიმე სიმპტომი გამოუვლინდა, არამედ, იმის გამო, რომ მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა.

„ჩვენთან შემოვიდა პაციენტი, 72 წლის ქალბატონი, 6 აპრილს, გულის ქრონიკული უკმარისობით, ფილტვებში შეგუბებით, მუცლის ღრუში შესაბამისად სითხით, ჰიდროთორაქსით, ტკივილით და ა.შ. სუნთქვის უკმარისობით, რაც ახასიათებს გულის ქრონიკულ უკმარისობას და მის გამწვავებას. ჩატარდა შესაბამისად პროტოკოლის მიხედვით კარდიალურად, რა თქმა უნდა, ყველაფერი. არ ჰქონდა ცხელება და ჰქონდა მკაფიოდ გამოხატული თავის ძირითადი დაავადება, ეს არის ასევე შაქრიანი დიაბეტი, გარდა კარდიალურისა. სამწუხაროდ, დიაბეტის გამო აქვს სიბრმავე. ბუნებრივია ქალბატონი იყო სარეანიმაციო. გაიარა ტრიაჟი. ვინაიდან არ ჰქონდა არანაირი კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან, დაავადების კონტროლის ცენტრიდანაც არ ჰქონდა არანაირი შეტყობინება, რომ ვინმეს მის გარშემო ჰქონდა კოვიდინფექცია, სწრაფი ტესტით იყო ნეგატიური. ამიტომ მოთავსდა რეანიმაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იმ ტრიაჟის დარბაზიდან გადავიდოდა ინფექციურში. ბუნებრივია, მოთავსდა ძირითადი დაავადებით და წავიდა კარდიალური და თანმხლები პათოლოგიების მკურნალობა.

ის გამოკვლეულ იქნა არა იმიტომ, რომ რაიმე სიმპტომი გამოუვლინდა, არამედ, იმიტომ, რომ მის მეუღლეს დაუდგინდა COVID-19 და ეს როგორც კონტაქტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პროტოკოლის მიხედვით გამოიკვლია. კონტაქტი რომ მოიძია, სახლში არ დახვდათ, დახვდათ კლინიკაში გადაყვანილი. ვინაიდან ის დაავადების ცენტრმა გამოიკვლია, როგორც კონტაქტი, გამოიკვლია არა სწრაფი ტესტით, არამედ გამოიკვლია „პისიარ“ მეთოდით ანუ ძირითადი, ოქროს სტანდარტით. მინდა გითხრათ, რომ ტესტის სპეციფიურობა და სენსისტიურობა, ანუ მგრძნობელობა და ფასეულობა არ არის 100%-იანი სწრაფი ტესტით. შესაბამისად, არის შემთხვევები, როდესაც სწრაფი ტესტით ნეგატიურია, მაგრამ „პისიარით“, ანუ ოქროს სტანდარტით არის დადებითი. სწორედ ეს მოხდა. ჩვენ სწრაფი ტესტით გვქონდა ნეგატიური. დღეს მოვიდა ლუგარიდან პასუხი დადებითი

ქალის მეუღლეს ორივე ქვემო კიდური აქვს ამპუტირებული, ის იყო სახლში, არ ვიცი ვინ შეუტანა და დააინფიცირა ეს ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ველოდებით პასუხს, ვისგან შეიძლება იყოს ინფიცირებული“,- განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, კლინიკის ადმინისტრაციამ შეადგინა სია, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა ამ პაციენტს. პერსონალი, რომელიც დღეს მივიდა სამსახურში, არის ადგილზე. მათი გაშვება სახლში,ვიდრე კვლევა არ დამთავრდება, არ მოხდება. ხოლო ის პერსონალი, რომელიც გუშინ იყო მორიგე და წასულია, ინფორმირებულია, რომ უნდა იყოს აღებული სასწრაფოდ მათზე ტესტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system