ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

ქუთაისში საპელაციო სასამართლოს ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. გაერთიანებული ოპოზიციის და საინიციატივო ჯგუფების წევრებმა სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მთავარი დაპირება არ შეასრულა, ამიტომ ისინი ხელისუფლებას სიურპრიზებით გაანებივრებენ.

"ბიძინა ივანიშვილმა უმთავრესი დაპირება არ შეასრულა და გამოიწვევია სამართლიანი პროტესტი. ეს ყველაფერი იღებს კამპანიურ ხასიათს სახელწოდებით "მაინც დაგაბოქლომებთ" და სიმბოლურად დავაბოქლომებთ უწყებებს. დღეს დავაბოქლომეთ სასამართლო, ისე როგორც სხვა უწყებები და გასაღებს ვაძლევთ ხალხს. ამ ყველაფერს ექნება კამპანიური ხასიათი და სიურპრიზებით გავანებივრებთ ხელისუფლებას" -განაცხადეს აქციის ერთ-ერთმა მონაწილეებმა.

დღეს ბოქლომი დაადეს გენერალურ პროკურატურას თბილისში. 

გუშინ კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს დაადო ბოქლომი.