საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო. რა საკითხებს განიხილავენ დღევანდელ სხდომაზე, სინოდის წევრები არ აკონკრეტებენ, თუმცა, არ არის გამორიცხული, უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირებმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მეუფე იაკობის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებებზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილზე და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კანდიდატურაზე იმსჯელონ.

სინოდის დღევანდელ სხდომას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც ესწრება, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ დატოვა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა.

სხდომას არ ესწრება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი.

სინოდის სხდომას საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს.