თავში

ექიმი: პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და სინოდის სხდომას უხელმძღვანელებს

ექიმი: პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და სინოდის სხდომას უხელმძღვანელებს
ექიმი: პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და სინოდის სხდომას უხელმძღვანელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე თავს კარგად გრძნობს და დღევანდელ წმინდა სინოდის სხდომას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ report.ge- ს პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა.

პატრიარქი ბოლო პერიოდში თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა როგორც მისი ექიმი აცხადებს, საგანგაშო არაფერია და ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიაში არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდებოდა.

წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება.

სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ორი დღის წინ მიიღო.

არსებული ინფორმაციით, სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც დაესწრება.

ამ ეტაპზე უცნობია რა საკითხებს განიხილავენ სასულიერო პირები.

წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system