რა არის და რა სიმპტომები აქვს დაავადებას, რომელიც კახა კალაძეს დაუდგინდა

თბილისის მერის კახა კალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დაზუსტდა.

მას იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია დაუდგინდა, რაც გულისხმობს, რომ ტვინის გარკვეულ სტრუქტურას სისხლის მიწოდება აქვს დარღვეული.

შედეგად იწვევს წონასწორობის დარღვევას,ორიენტაციის არევას, წნევის ცვლილებას, გულის რევასა და  უხასიათობას. 

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში თავის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვერტებრო - ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა.

მოგვიანებით, კალაძის ექიმმა განაცხადა, რომ კვლევების შემდეგ პოლიტიკოს ვერტებრო - ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა.

დღეს პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაზუსტდა, მას იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია დაუდგინდა.