თავში

კახი კალაძის დიაგნოზი დაზუსტდა

კახი კალაძის დიაგნოზი დაზუსტდა
კახი კალაძის დიაგნოზი დაზუსტდა

თბილისის მერს კახი კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ კარდიოლოგმა პროფესორმა, ზურაბ ფაღავამ განაცხადა. 

მისი თქმით, დიაგნოზი განმეორებითი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. 

"ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდგომი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. ის ატარებდა ე. წ სამუშაო ხასიათს. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილობა. სწორედ ამ მიზეზის გამო ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით",- განაცხადა ზურაბ ფაღავამ.

კახა კალაძე თავს უკეთესად გრძნობს, მას უტარდება დამატებითი კვლევები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system