თავში

ვიმყოფები კლინიკაში - რა დიაგნოზი დაუსვეს კახა კალაძეს

ვიმყოფები კლინიკაში - რა დიაგნოზი დაუსვეს კახა კალაძეს
ვიმყოფები კლინიკაში - რა დიაგნოზი დაუსვეს კახა კალაძეს

კახა კალაძეს ვერტებრო - ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა, რის გამოც ერთ-ერთ კლინიკაში კვლევებზე იმყოფება, ამის შესახებ თბილისის მერი "ფეისბუქზე" წერს.

"მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.

თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ.

შეხვედრამდე!" - წერს კახა კალაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system