რუსთავის საკრებულოს დეპუტატს და მის მამას COVID-19 დაუდასტურდათ

რუსთავის საკრებულოს დეპუტატს და მის მამას COVID-19-ი დაუდგინდათ. ახალი კორონავირუსი დადასტურებული აქვს მის დედასაც, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. მასთან ერთად ინფიცირებულია ეროვნული ბანკის კიდევ ექვსი თანამშრომელი, რომლებსაც ვირუსი დილით დაუდასტურდათ. 

დეპუტატის დაინფიცირების გამო, რუსთავის საკრებულოს ყველა წევრი თვითიზოლაციაში იმყოფება.