თავში

განგაში რუსთავის საკრებულოში- ყველა დეპუტატი თვითიზოლაციაში გადავიდა

განგაში რუსთავის საკრებულოში- ყველა დეპუტატი თვითიზოლაციაში გადავიდა
განგაში რუსთავის საკრებულოში- ყველა დეპუტატი თვითიზოლაციაში გადავიდა

რუსთავის საკრებულოს ყველა წევრი თვითიზოლაციაში იმყოფება. მიზეზი COVID-19-ზე ანალიზის დადებითი პასუხებია, რომელიც ერთ-ერთი დეპუტატის დედას დაუდასტურდა. თავად დეპუტატსაც სიმპტომები აქვს თუმცა ამ ეტაპზე კორონავირუსი არ უდასტურდება. 

აღნიშნულ დეპუტატან შეხება ჰქონდა ქალაქის მერსაც. თუმცა ირაკლი ტაბაღუა ამბობს, რომ დეპუტატი ერთი კვირაა არ უნახავს. 

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მე პირადად მასთან კონტაქტი და შეხება არ მქონია. ჩვენ კონსულტაციების საფუძველზე გუშინვე, დაახლოებით 11-ის ნახევრიდან დავიწყეთ იდენტიფიცირება იმ ადამიანების, რომელთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, ამ დღეებზეა საუბარი. იდენტიფიცირებული ადამიანები გაფრთხილებული არიან და ამ წუთას იმყოფებიან თვითიზოლაციაში. ჩვენ ველოდებით ანალიზის პასუხს ამ პიროვნების, ვიზეც ჩვენ ახლა ყველა ვსაუბრობთ. დანარჩენი შიდა მონიტორინგი ახდენს მოკვლევას. დაახლოებით, 40 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა, დაემატა კიდევ ხუთი ადამიანი. ახლა ხდება შიდა მონიტორინგი არსებული კამერების საშუალებით, რაც მუნიციპალიტეტის შენობაში დამონტაჟებულია, მიმდინარეობს შესწავლა, რომელ ადამიანებთან ჰქონდა კონტაქტი“ , – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system