საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განავლობაში მიმართოს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის ქვეყნის მასშტაბით გაგრძელების თაობაზე 10 მაისამდე. ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც სასწრაფოდა არის მისაღები, რათა ვირუსის გავრცელების შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

მისივე განმარტებით, საქართველოს დიდ ქალაქებში, თბილისში, ბათუმსა და რუსთავში შესვლა და გასვლა 10 დღით აიკრძალა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს, 21 აპრილამდე იყო გამოცხადებული.