"სინოვაკზე" რეგისტრაცია დაიწყო - როგორ უნდა დაჯავშნოთ ვიზიტი

"სინოვაკით" ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყო.

აცრის მსურველებს ვიზიტის დაჯავშნა პორტალ booking.moh.gov.ge -ზე შეუძლიათ.

ასევე, აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 1522.

ჯანდაცვის სამინისტრო რეგისტრაციის ინსტრუქციას აქვეყნებს.

"სინოვაკით" აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, 29 აპრილს, საქართველომ "სინოვაკის" ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.