აშშ-ის საელჩო: სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, გვსურს ბავშვებს დავეხმაროთ

სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, ამერიკის საელჩოში, გვსურს, ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დავეხმაროთ, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

,,ფეისბუქ ლაივის მეშვეობით, სამუშაო დღეებში 14:00 საათიდან, ამერიკელი დიპლომატი ინგლისურად წაგიკითხავთ და გესაუბრებათ თავის საყვარელ მოთხრობაზე.

ინგლისურის სამეცადინოდ და ამერიკის შესახებ მეტის გასაგებად ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა.

პირველი მოთხრობა, რომელსაც ალთეა ქოლი-მერფრი წაგიკითხავთ დოქტორ სიუსის „ლორაქსია".

შემოგვიერთდით ხვალ, 13 მარტს, 14:00 საათიდან, საელჩოს ფეისბუქის გვერდზე",  - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, კორონავირუსის გამო, საქართველოში, სასკოლო არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

დღეიდან კი , საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული.

კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 49 პირი რჩება.