თბილისში CO-თი გარდაცვლილები დედა და მის 8 წლის შვილი არიან

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე აღმოჩენილი ცხედრები დედას და მის 8 წლის შვილს ეკუთვნის. 

დედა-შვილი CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალა, ხოლო ერთი მოზარდი მოიწამლა.

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, ისინი კომპანიის აბონენტები არ იყვნენ და ბუნებრივმა აირმა კუსტარულად დამონტაჟებული მოწყობილობიდან გაჟონა.

„2 ადამიანი დაიღუპა თბილისში და ერთი მოიწამლა CO-თი (ცეო), საშიში ღია კამერიანი წყლის გამაცხელებლის მოხმარების გამო. აღნიშნული მომხმარებლები არ იყვნენ „თბილისი ენერჯის“ აბონენტები, ხდებოდა ბუნებრივი გაზის დატაცება და კუსტარული მონტაჟი, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა. ნუ მოიხმართ მკვლელ გაზის დანადგარებს, გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებას”, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დღეს, ქეთევან წამებულის ქუჩაზე საცხოვრებელ ფართად გადაკეთებულ მიტოვებულ შენობაში ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.