ვიქტორ სანიკიძის ოჯახის კოვიდინფიცირებული სამი წევრი სტაციონარში გადაიყვანეს

ცნობილი ქართველი კალათბურთელის ვიქტორ სანიკიძის ძმა, მამა და დეიდა სტაციონარში გადაიყვანეს.

მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ.

თავად კალათბურთელი კი კარანტინში გადავიდა, რადგან ამ დროისთვის კორონავირუსი სანიკიძეს არ დაუდგინდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გარდაცვლილი მე-19 პაციენტი კალათბურთელის დედაა.