
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილი მე-19 პაციენტი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტს ჰქონდა მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა და ჭარბი წონა. ის სახლში დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში მკურნალობდა. მისივე ინფორმაციით, პაცინტს ასვე კოვიდინფიცირებული და უვლიდა.
გარდაცვლილის და ამჟამად გადაყვანილია სტაციონარში.
"პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახრის მოტეხილობა. იყო ჭარბწონიანი. ამ პრობლემების გამო ძალიან დატვირთული ფსიქო-ემოციური სფერო. პაციენტი იმყოფებოდა ბინაზე და მას უვლიდა და. დაც იყო კოვიდინფიცირებული. მათ დაავადებას უშუალოდ ვმართავდით ჩვენ. პირადად მე მათთან დღის განმავლობაში მქონდა რამდენიმე სატელეფონო ზარი. ინფიცირების წყარო ლენჯერს უკავშირდება" - განაცხადა ეზუგაბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, კორონავირუსის შედეგად გამოწვეული გართულებების შედეგად გუშინ მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 87 წლის ქალია.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 29-ს შეადგენს, ამათგან გამოჯანმრთელებულია 1150 პაციენტი.