თავში

კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა

კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა
კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი ცნობილი კალათბურთელის, ვიქტორ სანიკიძის დედაა. პაციენტი 65 წლის იყო. 

როგორც გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა report.ge-ს განუცხადა, პაციენტმა სტაციონარში მკურნალობაზე უარი თავად განაცხადა და სახლში საკუთარი სურვილით მკურნალობდა. მას კორონავირუსი დაახლოებით ერთი კვირის წინ დაუდასტურდა. მას შემდეგ, რაც ინფიცირებულმა თავი შეუძლოდ იგრძნო, ოჯახმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა პაციენტი კლინიკაში გადაყვანამდე გარდაიცვალა. 

წყაროს ცნობით, მას ასევე ჰქონდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა. პაციენტი ოპერაციას საჭიროებდა, თუმცა აღნიშნულ ოპერაციაზეც უარს აცხადებდა, რადგან ეშინოდა. 

კორონავირუსით ასევე ინფიცირებულია გარდაცვლილის ყოფილი მეუღლე, რომელიც ლენჯერში დაინფიცირდა, რომელსაც ლენჯერში დაინფიცირებულ პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი. სწორედ ის გახდა გარდაცვლილის ინფიცირების პირველწყარო. 

ასევე კოვიდინფექცია დაუდასტურდათ გარდაცვლილის ერთ შვილს, ვიქტორ სანიკიძის ძმას, ზურაბ სანიკიძეს და გარდაცვლილის დას. ყველა პაციენტი სტაციონარშია გადაყვანილი. რაც შეეხება ვიქტორ სანიკძეს, ის თვითიზოლაციაში იმყოფება. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, კორონავირუსის შედეგად გამოწვეული გართულებების შედეგად გუშინ მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 87 წლის ქალია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 29-ს შეადგენს, ამათგან გამოჯანმრთელებულია 1150 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system