დრიფტის სერიების PRO კლასის მეორე ეტაპი დასრულებულია

საქართველოს დრიფტის სერიების PRO კლასის მეორე ეტაპი დასრულებულია. გამარჯვებული მევლუდ მელაძეა.

"გამარჯვება ამჯერადაც სოკარის გუნდს და მისი დუეტის ვეტერან წევრს - მევლუდ მელაძეს დარჩა, რომელმაც მის საყვარელ Purple Junk- თან ერთად, არც ამჯერად გაუცრუა იმედები ავტომოყვარულებს,"აცხადებენ "სოკარში".

ცნობისთვის, წელს PRO კლასის პირველი ეტაპი შარშანდელმა ჩემპიონმა, ნოდარ კოდუამ, მოიგო.

2020 წლის დრიფტის სერიები SOCAR Georgia Petroleum-მა დაასპონსორა. კომპანიის განმარტებით, პანდემიის ფონზე, წელს დრიფტის გახსნა რიგ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მისი გახსნა მაინც მოხერხდა.

გარემოს დაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა, უსაფრთხოება, ქალთა გაძლიერება, შშმ პირთა და ხანდაზმულების მხარდაჭერა, - ამ მიმართულებით "სოკარი"სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბოლო 2 წელია საქართველოში აქტიურად მუშაობს. კომპანიამ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ 2018 წელს წარადგინა.