წელს PRO კლასის პირველი ეტაპი შარშანდელმა ჩემპიონმა მოიგო

ქართული ავტოსპორტის ამომავალმა ვარსკვლავმა და საქართველოს დრიფტის სერიების შარშანდელმა ჩემპიონმა ნოდარ კოდუამ წელს PRO კლასის პირველი ეტაპიც მოიგო.

ამის შესახებ report.ge-ს Socar Georgia Petroleum--დან აცნობეს.

კომპანია ულოცავს ნოდარ კოდიას ამ წარმატებას.

შეგახსენებთ, ქართულ დრიფტს ლაივშიშეგიძლიათ ადევნოთ თვალი Georgian Drift Series-ის გვერდზე.

2020 წლის დრიფტის სერიები SOCAR Georgia Petroleum-მა დაასპონსორა. კომპანიის განმარტებით, პანდემიის ფონზე, წელს დრიფტის გახსნა რიგ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მისი გახსნა მაინც მოხერხდა.

ცნობისთვის, გარემოს დაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა, უსაფრთხოება, ქალთა გაძლიერება, შშმ პირთა და ხანდაზმულების მხარდაჭერა, - ამ მიმართულებით "სოკარი"სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბოლო 2 წელია საქართველოში აქტიურად მუშაობს. კომპანიამ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ 2018 წელს წარადგინა.