ამერიკელი სამხედროები გერმანიაში ჩავიდნენ

დღეს დილით ჰამბურგის აეროპორტში თვითმფრინავმა ამერიკელი სამხედროები ჩამოიყვანა, რომლებიც NATO-ს ფართომასშტაბიან წვრთნებში Defender Europe 20 მონაწილეობენ. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. მანამდე ბრემერჰაფენის პორტში ამერიკული სამხედრო 4 სატვირთო გემის დაცლა დაიწყო, რომელმაც ევროპაში სამხედრო ტექნიკა ჩაიტანა.

Defender Europe 20 ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წვრთნები იქნება. მანევრების დროს 20 ათასამდე ჯარისკაცს აშშ-დან გერმანიის გავლით პოლონეთში გადაისვრიან. გეგმის თანახმად, აქედან 7 ათასი ჰამბურგში უნდა ჩასულიყო.

წვრთნები პაციფისტების პროტესტის ფონზე გაიმართება, რომლებიც გერმანიაში აქციებს ხვალ, 22 თებერვალს ჩაატარებენ.

4 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა NATO-ს მასშტაბურ სწავლებაზე მკაცრი რეაგირება დააანონსა.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით კი, ფართომასშტაბიანი მანევრები Defender Europe, რომელშიც მონაწილეობას 20 ათასზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი მიღებს, რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.